ბაღდავაძე, ეკატერინე
ვიკიპედიიდან
ეკატერინე ნიკოლოზის ასული ბაღდავაძე (* 24 ოქტომბერი, 1916, თბილისი ― † 15 აგვისტო, 1975, იქვე), ქართველი ფერმწერი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1954).
1941 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, იყო მ. თოიძისა და უ. ჯაფარიძის მოწაფე. ბაღდავაძის ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია სუფთა კოლორიტი და მაუყე ფერწერული მონასმები. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: "გიორგი სააკაძე" (1946, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი), "მანანა ორბელიანი მეგობარ ქალებს შორის" (1947, საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმი) და სხვა.