ბაყმის ხე
ვიკიპედიიდან
ბაყმის ხე, შავი სანდალოზი (Haematoxylum campechianum), ხე ცეზალპინიასებრთა ოჯახისა. შიმაღლე 12 მ აღწევს, დიამეტრი 0,5 მ-მდე. აქვს ფრთისებრი ფოთლები და წვრილი ყვითელი ყვავილები. სამშობლოდ ითვლება ცენტრალური ამერიკა. კულტივირებულია ტროპიკებში. ლამაზი შეფერილობის მერქანს იყენებენ ავეჯისა და პარკეტის დასამზადებლად. შეიცავს საღებარ (ჰემატოქსილინი) და მთრიმლავ ნივთიერებებს.