ბეგალიშვილი, ალექსანდრე
ვიკიპედიიდან
ალექსანდრე გრიგოლის ძე ბეგალიშვილი (* 15 იანვარი, 1923, თბილისი ― † 26 ნოემბერი, 1989, იქვე), ქართველი მუსიკოს-შემსრულებელი (ალტი), საქართველოს დამსახურებული არტისტი (1952), სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1952), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოცენტი (1968).
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1944 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია სავიოლინო კლასი (ხელმძღვანელი პროფესორ ლ. იაშვილი). 1944-1967 წლებში უკრავდა საქართველოს სახელმწიფო სიმებიან კვარტეტში, რომლის სხვა წევრებთან ერთად სიმებიანი კვარტეტების საერთაშორისო კონკურსზე პრაღაში ლაურეატის წოდება მიენიჭა (1952).
ბეგალიშვილი იყო საქართველოს ფილარმონიისა და რადიოს სოლისტი. ქართველ კომოზიტორების, აგრეთვე კლასიკოსთა ნაწარმოებების ინტერპრეტატორი; ქართველი კომპოზიტორების მიერ ალტისათვის დაწერილი მრავალი ნაწარმოების პირველი შემსრულებელი.