ბელეცკაია, ვერა
ვიკიპედიიდან
ვერა კონსტანტინეს ასული ბელეცკაია (* 15 აპრილი, 1914, თბილისი ― † 23 ოქტომბერი, 1974, იქვე) გრაფიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1962).
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1937 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. ნაყოფიერად მუშაობდა როგორც ილუსტრატორი და პეიზაჟისტი. საინტერესოა მისი ფერადი ლინოგრავიურების სურათები: "თბილისი", "შატილი", "ტალინი" და სხვა. დაზგური გრაფიკის ჟანრში შექმნილია პეიზაჟების სერიები, რომლებიც მკაფიო და მჟღერი ფერებით გამოირჩევა. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: "სვანეთი", ველი თბილისი", "დაღესტანი", "ველი ხუროთმოძღვრების ძეგლები" (ქაღალდი, გუაში, ტემპერა და აკვარელი) და სხვა.