ბენდუქიძე, კახა
ვიკიპედიიდან
კახა ბენდუქიძე (დ. 1956, თბილისი) - ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და ბიზნესმენი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკური რეფორმების საკითხებში.
[რედაქტირება] განათლება და სამეცნიერო მოღვაწეობა
- 1977 - დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი.
- 1977 - ჩაირიცხა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ასპირანტურაში.
- 1981 - მუშაობა დაიწყო პუშჩინოში განლაგებულ მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიისა და მიკროორგანიზმების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს ლაბორანტად.
- 1985 - სათავეში ჩაუდგა მოსკოვის ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორიას, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1990 წლამდე.
[რედაქტირება] ბიზნეს-საქმიანობა
- 1988 - შექმნა გაერთიანება „ბიოპროცესი“.
- 1991-დან - ხელმძღვანელობდა ნავთობის სახალხო საინვესტიციო-სამრეწველო გაერთიანება „ნიპეკს“.
- 1992 - სათავეში ჩაუდგა „პრომტორგბანკის“ დირექტორთა საბჭოს.
- 1994 - 1998 - გემთმშენებელი გაერთიანება „ალმასის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
- 1996 - 2000 - ხელმძღვანელობდა „ურალმაშის“ დირექტორთა საბჭოს.
- 2000 - დაინიშნა „ურალმაშის“ გენერალურ დირექტორად.
[რედაქტირება] საჯარო სამსახური
- 2004, 2 ივნისი - 15 ივლისი - საქართველოს ეკონომიკის მინისტრი.
- 2004, 15 ივლისი - 17 დეკემბერი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.
- 2004, 17 დეკემბერი - დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრად რეფორმების კოორდინაციის საკითხებში.