ბერე ბოსკი
ვიკიპედიიდან
ბერე ბოსკი, ალექსანდრეული, ფრანგული წარმოშობის საშემოდგომო მსხლის ჯიში. ნაყოფი მოგრძომსხლისებრია, იწონის 150-200 გ, თხელკანიანია, სრულ სიმწიფეში მოყვითალო-ქარვისფერია. რბილობი თეთრია, ნაზი, სურნელოვანი, წვნიანი, სასიამოვნო სიტკბო აქვს. კრეფენ სექტემბრის ბოლოს, სამომხმარებლო სიმწიფეს არწევს ნოემბერ-დეკემბერში. საკონსერვო წარმოებისა და სუფრის მაღალხარისხოვანი ჯიშია. ხე საშუალო სიმაღლისაა, მოსავალს იძლევა მეხუთე-მეექვსე წელს. უხვად მსხმოიარეა (180 - 200 კგ ხიდან). ბერე ბოსკი გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველოში დარაიონებულია მეხილეობის ყველა ზონაში.