ბიდერმაიერი
ვიკიპედიიდან
ბიდერმაიერი (Biedermeier) ცენტრალურ ევროპაში მიუთითებს ლიტერატურის, მუსიკის, მოდის, სახივითი ხელოვნებისა და ინტერიერის დიზაინის ნამუშევრებზე პერიოდში, რომელიც მოიცავს წლებს 1815-დან (ვენის კონგრესი), ნაპოლეონის ომების დასასრულსა და 1848, ევროპული რევოლუციების წელს და რადიკალურად განსხვავდება მისი წინამორბედი რომანული პერიოდისგან.
სექციების სია |
[რედაქტირება] ლიტერატურა და მუსიკა
ტერმინი ბიდერმაიერი მომდინარეობს ფსევდონიმი გოტლიბ ბიდერმაიერისგან, რომელსაც სოფლის ექიმი ადოლფ კუსმაული და ვექილი ლუდვიგ აიხროდტი იყენებდნენ პოემებში, რომლებსაც მიუნხენის ფლიგენდენ ბლეტერნში (მფრინავი ფურცლები) აქვეყნებდნენ. ეს ლექსები პაროდიები იყო ბიდერმაიერის ეპოქის დეპოლიტიზირებულ და ვიწრო-ბურჟუაზიულ პოემებზე. სახელი შეიქმნა ორი პოემის სათაურის შერწყმით - Biedermanns Abendgemütlichkeit (ბიდერმანის საღამოს სიმყუდროვე) და Bummelmaiers Klage (ბუმელმაიერის საჩივარი), რომელიც იოზეფ ვიქტორ ფონ შეფელმა გამოაქვეყნა 1848 წელს იმავე ჟურნალში. ამ ეპოქის სახელად ეს სიტყვა 1900 წლიდან გამოიყენება.
ტიპიური ბიდერმაიერის პოეტები არიან ანეტ ფონ დროსტე-ჰიულშოფი, ადელბერტ ფონ ხამისო, ედუარდ მიორიკე და ვილჰელმ მიულერი.
ბიდერმაიერი განსაზღვრა ადრეული მე-19 საუკუნის გერმანიის ისტორიის ორმა ფაქტორმა. პირველი იყო მზარდი ურბანიზაცია და ინდუსტრიალიზაცია, რომელსაც შედეგად ახალი ურბანული საშუალო კლასის კრიზისი მოჰყვა, ამ უკანასკნელს კი - ახალი ტიპის მსმენელი. შუბერტის ადრეული ნაწარმოებები, რომელთა შესრულება ფორტეპიანოზე მნიშვნელოვანი მუსიკალური დახელოვნების გარეშეც შეიძლებოდა, მკაფიო ილუსტრაციაა ამ პერიოდში ხელოვნების უფრო ვრცელ მასებზე გავრცელების. უფრო მეტიც, ბიდერმაიერის მწერლები თავად იყვნენ მეტწილად საშუალო კლასიდან, განსხვავებით რომანული პერიოდისგან.
მეორე ფაქტორი მზარდი პოლიტიკური ფონის შეცვლა იყო, ნაპოლეონის ომების დასრულების შემდეგ, რამაც ხალხს საშუალება მისცა კონცენტრაცია საშინაო და არაპოლიტიკურ თემებზე მოეხდინა. მკაცრი საპუბლიკაციო კანონებისა და ცენზურის გამო მწერლები ძირითადად არაპოლიტიკურ თემებზე წერდნენ (მაგ. ისტორიული რომანი და სოფლის ცხოვრება). პოლიტიკური დისკუსიები როგორც წესი შინაურ გარემოში ხდებოდა, მხოლოდ ახლო მეგობრების წრეში. ეს ატმოსფერო შეცვალა 1948 წელს ევროპული რევოლუციების ტალღამ.
[რედაქტირება] არქიტექტურა
ბიდერმაიერის არქიტექტურა გამოირჩევა სიმარტივითა და ელეგანტურობით, როგორც აქვთ აღწერილი იაკობ ფონ ალტსა და კარლ შპიცვეგს საკუთარ ტილოებში. სიმარტივის, მობილურობისა და ფუნქციონალობის შერწყმით ბიდერმაიერმა შექმნა ტენდენციები, რაც განმსაზღვრელი იყო იუგენსტილი/არტ ნუვოს, ბაუჰაუზისა და ზოგადად მე-20 საუკუნის არქიტექტურისთვის.
[რედაქტირება] ავეჯის დიზაინი
გავლენიანი სტილი ავეჯის დიზაინში გერმანიიდან 1815-48 წლებში უტილიტარულ პრინციპებს ემყარებოდა. პერიოდი გაგრძელდა უფრო გვიანაც სკანდინავიაში, ვინაიდან აქ ხელისშემშლელი ომის ფაქტორი გერმანიისგან განსხვავებით არ არსებობდა. მთელი პერიოდის განმავლობაში ხაზგასმულია წმინდა ხაზები და მინიმალური ორნამენტულობა; თუმცა მოგვიანებით სტილი ადრეული რომანული პერიოდის ამბოხისგან ინაცვლებს უფრო გამომსახველ ფორმებზე, მზარდი საშუალო ფენის შემკვეთთა მოთხოვნით, რომელთაც საკუთარი სიმდიდრის ჩვენება სურდათ. წმინდა ხაზებისა და უტილიტარული თემების იდეა ისევ გახდა აქტუალური მე-20 საუკუნეში, რაც დღემდე გრძელდება.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- (ინგლ.) Jane K. Brown, in The Cambridge Companion to the Lied, James Parsons (ed.), 2004, Cambridge.
- (ინგლ.) Ritter Antik, an antique store in New York specializing in Biedermeier. www.RitterAntik.com