ბირკავა
ვიკიპედიიდან
ბირკავა (Agrimonia), მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. აქვს ორსქესიანი, ხუთწვერიანი ყვითელი, თავთავისებრ ყვავილელად შეკრებილი ყვავილები. ყვავილსაჯდომი ბზრიალასებრია, დაფარულია კაუჭა ჯაგრებით, რომლებითაც ნაყოფი ცხოველის ბეწვს ეკვრის. უმთავრესად გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში ერთი სახეობაა - Agrimonia eupatoria. ბირკავა იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებში, მდელოებზე და სხვაგან. ზოგიერთი სახეობა (Agrimonia asiatica) შეიცავს მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს.