ბირკალუა
ვიკიპედიიდან
ბირკალუა (Siegesbeckia), ერთ- ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აქვს მოპირისპირედ განლაგებული ფოთლები, ყვითელი ყვავილი და შავი ნაყოფი. ცნობილია ერთი სახეობა - Siegesbeckia orientalis. გავრცელებულია მცირე აზიაში, ირანში, აღმოსავლეთ აზიაში, ციმბირში, ყირიმსა და კავკასიაში. გვხვდება საქართველოშიც. სარეველაა. იზრდება ტყის პირებზე, დანაგვიანებულ ადგილებში და სხვაგან.