ბიჭვინთის კონცხი
ვიკიპედიიდან
ბიჭვინთის კონცხი, კონცხი შავი ზღვის სანაპიროზე, მდინარე ბზიფის შესართავის მახლობლად. აგებულია უმთავრესად მდინარის ალუვიური ნალექებით. უკავია ნაწილობრივ დაჭაობებული ვაკე-დაბლობი. სიმაღლე 1,5-3 მ. ვაკის ერთფეროვნებას არღვევს ქვიშის დიუნები, ბორცვები. კონცხეა ტბა ინკითი, რომელსაც შავი ზღვის ყოფილ უბედ მიიჩნევენ.
კონცხის ტერიტორიაზე ხარობს რელიქტური ბიჭვინთის ფიჭვი და ბზის იშვიათი კორომი. კონცხზეა კურორტი ბიჭვინთა.