ბლეიკი, რობერტ პირპონტ
ვიკიპედიიდან
რობერტ პირპონტ ბლეიკი (* 1 ოქტომბერი, 1886 ― † 9 მაისი, 1950), ამერიკელი ორიენტალისტი, ქართველოლოგი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ნ. მარის მოწაფე.
1918-1920 წლებში ბერძნულ ენასა და ბიზანტიის ისტორიას ასწავლიდა თსუ-ში. ბლეიკმა გამოავლინა და მეცნიერულად აღწერა პალესტინაში და ათონზე დაცული მრავალი ქართული ხელნაწერი, მათ შორის - "ბალავარიანის" ვრცელი რედაქცია. გამოსცა ქართული ბიბლიური და ჰაგიოგრაფიული ტექსტები ლათინური თარგმანითურთ. ავტორია მნიშვნელოვანი გამოკვლევებისა ბიბლიოლოგიისა და პატროლოგიის დარგში. მისი ნაშრომები ქართულ ბიბლიისა და ჰაგიოგრაფიის შესახებ გამოქვეყნებულია ცალკე წიგნებად.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Robert Pierpont Blake. Biography and Bibliography, by R. L. Wolff, Camb. (Mass.), 1954