ბოლოკი
ვიკიპედიიდან
ბოლოკი (Raphanus sativus, var. major), ორწლოვანი ბოსტნეული ძირხვენა მცენარე ჯვაროსანთა ოჯახისა. ყვავილედი - მტევანი, ნაყოფი - უხსნადი ჭოტი. დამტვერვა ჯვარედინი. ძირXვენა მსხვილია, იქონის 200 გ-იდან 4-5 კგ-მდე, ფორმით მომრგვალო - მოგრძო-კონუსისებრი; კანი თეთრი, შავი, რუხი, ყვითელი, იისფერი ან ღია წითელია. საჭმელად იყენებენ ნედლად. ძირხვენა შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს, ცხიმებს, უჯრედისს, ნაცარს, C ვიტამინსა და ფერმენტებს. ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. საქართველოში დარაიონებული ჯიშებია: "ზამთრის თეტღი", "ზამთრის შავი", "ჩინური ადგილობრივი". ბოლოკს მრავალი კულტურული სახესხვაობა აქვს, ერთ-ერთი მათგანია თვის ბოლოკი.