ბრატმანი
ვიკიპედიიდან
ბრატმანი, ბარტომი, "მოქცევაჲ ქართლისაჲს" მიხედვით ქართლის მე-8, ხოლო ლეონტი მროველის მიხედვით მე-7 მეფე. წყაროები მას მიაწერენ მცხეთის გალავნის და ქართლის ციხესიმაგრეთა გამაგრებას. არსებობს მოსაზრება (პ. ინგოროყვა, გ. მელიქიშვილი), რომ ბრატმანი არის დიონ კასიოსის "რომის ისტორიაში" ძვ. წ. 36 ამბებთან დაკავშირებით მოხსენიებული ფარნავაზი.