ბურჯი (ჟურნალი)
ვიკიპედიიდან
"ბურჯი", ქართული დასურათებული ლიტერატურული ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში 1909 წელს, გამომცემელი - ნ. გუნია. გამოიცა ორი 16-გვერდიანი ნომერი. წარმოადგენდა ჟურნალ "ერთობის" გაგრძელებას. ნახატები და კარიკატურები ეკუთვნის ა. გოგიაშვილს. "ბურჯის" შემდეგ, როგორც მისი გაგრძელება, გამოვიდა ჟურნალი "ძალა".