გაბრიელ მცირე
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "გაბრიელ" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: გაბრიელ |
გაბრიელ მცირე( † 1802), ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი და კალიგრაფი. ბერად იყო დავითგარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში, სადაც 30 წელი გაატარა. მოთარეშე ლეკებმა თავი მოჰკვეთეს. დასაფლავებულია იმავე მონასტერში.
გაბრიელ მცირეს ორიგინალური მემუარული თხზულებანი თავმოყრილია ხელნაწერ კრებულში, რომელსაც "ჯვარშემოსილი" ეწოდება (დაცულია ბოდლის ბიბლიოთეკაში, მარჯორი უორდროპის ფონდში). მათგან მნიშვნელოვანია ჰაგიოგრაფიული ძეგლი "ონოსიფორეს ცხოვრება", "მღვდელმთავრისა ლიტურღიისა განმარტება", მემუარული "თხრობანი" და სხვა. გაბრიელ მცირეს ეკუთვნის აგრეთვე ასკეტიკურ-ჰომილეტიკური კრებულები: 1892-1894 გამოცემული "გვირგვინი", "სამოთხის ყვავილი" (1895), "ოქროს წყარო" (1905), "სუფევა", "კლიტე", "სამასეული", "მანანა" და სხვა. მათში თავმოყრილია ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის, მაქსიმე აღმსარებლის, იოანე მოსხისა და სხვა თხზულებათაგან გამოკრეფილი მასალა. ყოველი კრებულის სათაურსა და შემადგენელი თავების რაოდენობას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.