გავარი (უღელტეხილი)
ვიკიპედიიდან
გავარი, უღელტეხილი ჯავახეთის ქედზე, მთა დალიდაღის ჩრდილოეთით. სიმაღლე 2712 მ. აგებულია ახალგაზრდა დოლერიტული და ბაზალტური ლავებით. დაფარულია ალპური და სუბალპური მდელოებით. უღელტეხილზე გადადის საცალფეხო ბილიკი, რომელიც აერთებს მადათაფის ტბის აუზს მდინარე მაშავერის აუზთან.