გალაკტიონი
ვიკიპედიიდან
"გალაკტიონი", ქართული ერთდღიური ლიტერატურული გაზეთი, მიძღვნილი გ. ტაბიძისადმი. გამოვიდა თბილისში 1927 წლის ივნისს გ. ტაბიძის "რჩეულის" გამოცემასთან (1927) დაკავშირებით. გაზეთში დაბეჭდილია ს. შანშიაშვილის, დ. კლდიაშვილის, ვ. ბარნოვის, ვ. გუნიას, შ. დადიანის, ია ეკალაძის, ი. მოსაშვილის, ზ. ჭიჭინაძის, შიო მღვიმელი, გ. ქუჩიშვილის, ლ. მეგრელიძის, დ. ახვლედიანის და სხვა მწერლების მოგონებები, წერილები, ლექსები.