გამანადგურებელ-ბომბდამშენი
ვიკიპედიიდან
გამანადგურებელ-ბომბდამშენი (რუსეთში – ტაქტიკური გამანადგურებელი) საბრძოლო თვითმფრინავი, რომელიც განკუთვნილია სახმელეთო (საზღვაო), მ.შ. მცირე ზომის მოძრავი მიზნების გასანადგურებლად მოწინააღმდეგის ტაქტიკურ და უახლოეს ოპერატიულ სიღრმეში, აგრეთვე საფრენი აპარატების წინააღმდეგ საბრძოლველად ჰაერში, დაზვერვის საწარმოებლად და ნაღმური ღობურების დასაყენებლად. გამანადგურებელს იგი აღემატება თავის საბრძოლო დატვირთვით. გამანადგურებელ-ბომბდამშენი შეიძლება აღჭურვილი იყოს ბირთვული და ჩვეულებრივი ბომბებით, ამნთები ავზებით, მაპთვადი და უმართავი რაკეტებით, საარტილერიო შეიარაღებით. მას აგრეთვე გააჩნია მრავალფუნქციური რადიოსალოკაციო დასამიზნებელი სისტემა ავტომატიზებული ბომბდაშენის განსახორციელებლად.
- სიჩქარე: 2350 კმ/სთ-მდე
- პრაქტიკული ჭერი 21 კმ-მდე
- ეკიპაჟი: ერთი ადამიანი