გამყივანი
ვიკიპედიიდან
გამყივანი, გუნდის მომღერალ მამაკაცთა მაღალი, მჭახე, განსაკუთრებული ტემბრის ძლიერი ხმა გურულ და აჭარულ სიმღერებში. ხშირად გაიგივებულია წვრილთან. ზოგჯერ უახლოვდება კრიმანჭულს. იყენებენ სიმღერების გარკვეულ ჯგუფში ("ნადური", "ჰადილა", "კალოს ხელხვავი"...). გამყივანის სასიმღერო ტექსტი შინაარსმოკლებული სიტყვების (რიმტირი, ტირირიმ, ვარირა, ჰოვდილა ...), ზოგჯერ კი ცავკეული მარცვლებისაგან (რი, რა, რუ, დილ, ია, უა...) შედგებნა.