განათლება (ჟურნალი)
ვიკიპედიიდან
"განათლება", ქართული სამეცნიერო-პედაგოგიური და ლიტერატურული ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში 1908-1918 წლებში. ჟურნალი აშუქებდა პედაგოგიკის ზოგადი საფუძვლების, დიდაქტიკური აღზრდის თეორიის და სკოლათმცოდნეობის პრობლემებს; აქვეყნებდა წერილებს სხვადასხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, ფილოსოფიურ, მეცნიერულ და ტექნიკურ საკითხებზე; ბეჭდავდა აგრეთვე მხატვრულ ლიტერატურას, ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებს, მოგონებებს, კორესპონდენციებს, ბიბლიოგრაფიასა და ქრონიკას. 1911 წლიდან "განათლების" ყოველი წლის უკანასკნელ, მე-10 ნომერს ერთვოდა წლიური საძიებელი, ხოლო 1913-1917 წლებში - სპეციალური დამატება "ცნობები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედებისა" პაგინაციითა და ნუმერაციითურთ. სულ გამოვიდა "განათლების" 95 ნომერი. რედაქტორი-გამომცემელი - ლ. ბოცვაძე. თანამშრობლობდნენ იმ დროისათვის ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, პედაგოგები, მწერლები.