განთიადი (გაზეთი)
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "განთიადი" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: განთიადი (მრავალმნიშვნელოვანი) |
"განთიადი", ქართული ყოველდღიური პოლიტიკური-ლიტერატურული გაზეთი. რსდმპ თბილისის გაერთიანებული კომიტეტის ორგანო. პირველი ნომერი გამოვიდა 1906 წლის 5 მარტს. გაზეთი სისტემატურად აქვეყნებდა ი. სტალინის სტატიებს, განსაკუთრებით აქტიური მნიშვნელობისა იყო სტატია "სახელმწიფო სათათბირო და სოციალ-დემოკრატების ტაქტიკა". რედაქტორ-გამომცემელი - თ. კიკვაძე. ბოლშევიკების ფრაქციიდან სარედაქციო კოლეგიაში შედიოდნენ ი. სტალინი, მ. ცხაკაია, ფ. მახარაძე და სხვა პარტიული მოღვაწეები. 1906 წლის 10 მარტს მთავრობის განკარგულებით "განთიადი" დაიხურა. 12 მარტიდან "განთიადის" ნაცვლად გამოდიოდა გაზეთი "ელვა".