განთიადი (ჟურნალი)
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "განთიადი" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: განთიადი (მრავალმნიშვნელოვანი) |
"განთიადი", ქართული ორკვირეული სამეცნიერო, ლიტერატურული და პოლიტიკური ჟურნალი. გამოდიოდა ქუთაისში 1915 წელს. თავდაპირველად რედაქტორი-გამომცემელი იყო ს. მჭედლიშვილი, მე-5 ნომრიდან - რ. ფანცხავა (ხომლელი). ჟურნალში თანამშრომლობდნენ ი. ფანცხავა, ს. წერეთელი, გ. ტაბიძე, ი. იოსელიანი, ნ. ლომოური, ი. გრიშაშვილი, დუტუ მეგრელი, პ. მირიანაშვილი და სხვა. გამოვიდა 17 ნომერი.