განთიადი (სპორტი)
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "განთიადი" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: განთიადი (მრავალმნიშვნელოვანი) |
"განთიადი", საქართველოს ნებაყოფლობითი სპორტული საზოგადოება. დაარსდა 1958 წელს სპორტული საზოგადოებების "პიშჩევიკის", "ნაუკას", "კრასნოე ზნამიას" და სხვა ბაზაზე. აერთიანებდა საქართველოს მრეწველობის 9 დარგობრივი პროფკავშირის წევრებს. 1976 წლის 1 იანვრისათვის საზოგადოებაში იყო 175453 წევრი მათ შორის 244 სსრკ-ის სპორტის ოსტატი, 4 სპორტის დამსახურებული ოსტატი, 14 საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. საზოგადოებას აქვს 14 სტადიონი, 21 სპორტული დარბაზი, 121 კალათბურთისა და 183 ფრენბურთის მოედანი, 32 ფეხბურთის სათამაშო მინდორი და 12 ჩოგბურთის კორტი. "განთიადში" აღიზარდნენ ლ. თედიაშვილი, დ. შანიძე და სხვები.
1987 წელს "განთიადი" გაერთიანდა პროფკავშირების ნებაყოფლობით კულტურის სპორტულ საზოგადოებაში.