განმგებელი
ვიკიპედიიდან
განმგებელი, გამგებელი (სამართლებრივი ისტორია), ადგილობრივი ადმინისტრაციის მოხელე ფეოდალურ საქართველოში. მოხსენიებულია გიორგი ბრწყინვალის სამართალში (XIV ს.). ტერმინი იხმარებოდა აგრეთვე ცენტრალური ადმინისტრაციის უმაღლესი განმკარგულებელი მოხელეებისა და სამონასტრო ხელისუფლების ფუნქციათა განსამარტავად (მაგ., ხელისუფალნი და განმგებელნი საქმისანი). XVII-XVIII საუკუნეებში განმგებლებად იწოდებოდა ქართლის მმართველი, რომელიც სპარსეთის შაჰი მეფის ნაცვლად-ჯანიშინად ნიშნავდა (მაგ., ვახტანგ VI განმგებელი იყო 1703-1714).
ამჟამად ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელი საქართველოს რესპუბლიკაში.