გარეჯა
ვიკიპედიიდან
გარეჯა, მთა კახეთის ქედზე, თიანეთის რაიონში. სიმაღლე 2497 მ. აგებულია ზედაიურულ-ვალანჟინური ძლიერ დანაოჭებული მერგელებითა და მერგელიანი თიხა-ფიქლებით. კალთები ძირიდან შუამდე შემოსილია წიფლის ტყეებით, ზემოთ და მწვერვალზე სუბალპური მდელოებია, რომელთაც საძოვრად იყენებენ.