გაჩიანი
ვიკიპედიიდან
გაჩიანი, ქალაქი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე იყო, ქვემო ქართლის ნაწილი. ქალაქის ზუსტი ადგილმდებარეობა დაუდგენელია. ვახუშტის (XVIII ს.) მიაჩნდა, რომ იგი მდინარეების მაშავერ-ქციის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობდა.
ლეონტი მროველის (XI ს.) მიხედვით, ქართველთა ლეგენდარულმა მამამთავარმა ქართლოსმა თავის ერთ-ერთ ძეს, გაჩიოს მისცა ქალაქი სამშვილდე და ქვემო ქართლის ნაწილი მდინარე ვერიდან მოყოლებული აბოცის მთამდე. გაჩიოს აუშენებია ქალაქი გაჩიანი, რომელსაც ძველად "სანადირო ქალაქიც" ერქვა. გაჩიანის მხარე, ანუ სამშვილდის საერისთავო, ქართლის სამეფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სანაპირო საერისთავო იყო. X საუკუნის სომეხი ისტორიკოსი უხტანესი ქალაქ გაჩიანს ვრაცდაშთში ("ქართველთა ველში") ათავსებდა და იგი ცურტავის მერმინდელ სახელად მიაჩნდა. გაჩიანის მხარე ანუ სამშვილდის საერისთავო ქართლის სამეფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განაპირა საერისთავო იყო.