გეზევცეკი
ვიკიპედიიდან
გეზევცეკი, უღელტეხილი კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდ. რიონის სათავეებში, ფასის მთის აღმოსავლეთით. ზღვის დონიდან 3452 მ. გეზევცეკის კალთები აგებულია ქვედაიურული თიხა-ფიქლებითა და ქვიშაქვებით. დაფარულია მარადი თოვლ-ყინულით. მდ. რიონის ხეობას (ზემო რაჭა) აკავშირებს ჩერეკის ხეობასთან (ყაბარდო-ბალყარეთი).