გეზე
ვიკიპედიიდან
გეზე (დიდი და მცირე), მთები კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე. დიდი გეზის სიმაღლე 4009 მ, მცირე გეზის - 3558 მ. ორივე აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. დიდი გეზის ციცაბო კალთებიდან სამხრეთით ეშვება მყინვარები ზოფხიტო და ედენა, ჩრდილოეთით - თერგის აუზის მყინვარები.