გერმანოზიშვილები
ვიკიპედიიდან
გერმანოზიშვილები, თავადთა საგვარეულო XVI-XIX საუკუნეებში ქვემო ქართლში, ბარათაშვილთა ერთი შტო. გვარის ფუძემდებლად ითვლება 1523 წელს ბარათაანთ გაყრის წიგნში მოხსენიებული გერმანოზე ქავთარაძის ძე ბარათაშვილი. გერმანოზიშვოლების სათავადო მამულები - საგერმანოზიშვილო ძირითადად ალგეთის ხეობაში იყო, მამულები ჰქონდათ ქვემო ქართლის სხვა კუთხეებშიც. XVIII საუკუნის დასაწყისში გერმანოზიშვილებს 150-მდე კომლი გლეხი და რამდენიმე აზნაური ჰყავდათ. პირველად გაიყარნენ XVII საუკუნის ბოლოს, მეორედ - 1756 წელს, რის შედეგად თანდათან დამცირდნენ და წვრილ მფლობელებად იქცნენ. გერმანოზიშვილების სათავადო სახლის უფროსი მეორე, ხოლო სახლიკაცები მესამე ხარისხის თავადებად ითვლებოდნენ. ეკავათ მეჯინიბეთუხუცესისა და სამეფო სოფლების მოურავთა თანამდენობაბი.