გვანდრა (მყინვარი)
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "გვანდრა" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: გვანდრა |
გვანდრა, ხეობის ტიპის მყინვარი აფხაზეთში კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდ. კოდორის აუზში. ფართობი 0,6 კმ 2 , სიგრძე 1,3 კმ, ფირნის საზღვრის სიმაღლე 3100 მ, მყინვარის ენისა - 2730 მ. ასაზრდოებს მდინარე გვანდრას.