გვანდრა (უღელტეხილი)
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "გვანდრა" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: გვანდრა |
გვანდრა, უღელტეხილი აფხაზეთში კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე. სიმაღლე 2950 მ. აგებულია კაბრიულისწინა და ქვედა პალეოზოური ფიქლებით. მოქცეულია თოვლისა და მყინვარების ზონაში. საცალფეხო ბილიკით აფხაზეთს აკავშირებს ყარაჩაი-ჩერქეზეთთან.