გველისენისნაირნი
ვიკიპედიიდან
გველისენისნაირნი (Ophioglossales), ეუსპორანგიუმიანი გვიმრების რიგი. უმრავლესობა მრავალწლოვანი ფესურიანი მცირე ზომის ბალახია, ზოგი - ეპიფიტი. ფესურიდან ამოდის ერთი ან რამდენიმე ფოთოლი, რომლებიც გაყოფილია ორად - მწვანე უნაყოფო ფირფიტად და სასპორე ნაწილად. მიწისქვეშა წინაზრდილი უფეროა, მიკორიზიანი. ცნობილია გველისენისნაირთა სამი გვარი. გველისენა და მარგალიტა გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროში. საქართველოში გვხვდება ერთეულ ეგზემპლარებად ან მეჩხერ ჯგუფებად. ჰელმინთოსტაქისი მხოლოდ აზიისა და ავსტრალიის ტროპიკებში იზრდება.