გველისმთა (თუშეთ-ხევსურეთი)
ვიკიპედიიდან
გველისმთა, მთა თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ განშტოების - კიდეგანის ქედის სამხრეთ ნაწილში, მდინარეების ჭიმღისწყლის (ასის მარცხენა შენაკადი), შანდონისა (არმხის შენაკადი) და ნაროვანისწყლის (ჯუთის მარჯვენა შენაკადი) სათავეებში. სიმაღლე 3970 მ. აგებულია იურული ასპიდური ფიქლებით. კალთები ციცაბოა, მეტწილად ფლატოვანი, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კალთებზე ცირკული მყინვარებია. განვითარებულია სუბნივალური ლანდშაფტი.