გველისმთა (კახეთი)
ვიკიპედიიდან
გველისმთა, მთა კახეთის კავკასიონზე, მდინარე პატარა წიფლოვანის (სამყურისწყლის შენაკადი) სათავეში. სიმაღლე 3089 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. სამხრეთი კალთა ციცაბოა, სხვა კალთები - დამრეცი. შემოსილია ალპური მდელოებით.