გველკუდები
ვიკიპედიიდან
გველკუდები, ოფიურები (Ophiuroidea), ზღვის ცხოველების კლასი კანეკლიანების ტიპისა. სხეული შედგება ბრტყელი დისკოსა და 5 (იშვიათად 10-მდე) მოქნილი სხვივისაგან. სხივები ლოკომოტორულ ფუნქციას ასრულებენ: სუნთქვისა და შეხების ორგანოთა ფუნქციებს - ამბულაკრული სისტემა. გველკუდების უმრავლესობა ცალსქესიანია, ზოგი ცოცხლადმშობია. იკვებებიან მცირე ზომის ცხოველებით ან დეტრიტით. კაშკაშა შეფერილობისანი არიან. ზოგი გველკუდა ანათებს კიდეც. ბინადრობენ ოკეანეებისა და ზღვების ფსკერზე. კლასში 200-მდე სახეობაა.