გიორგი IV გოჩია
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "გიორგი IV" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: გიორგი IV |
გიორგი IV გოჩია, იმერეთის მეფე 1696-1697. ბაგრატიონთა იმერეთის შტოს წარმომადგენელი, გამეფებამდე ცხოვრობდა ოდიშში. 1696 იმერეთის თავადებმა არჩილ II გადააყენეს და მეფედ გიორგი IV გამოაცხადეს. მაგრამ იგი მეფობისათვის შეუფერებელი გამოდგა. სამეფოს ფაქტობრივად მისი სიმამრი გიორგი-მალაქია აბაშიძე განაგებდა. 1697 თავადებმა გიორგი IV ტახტიდან გადააყენეს და იმერეთის მეფედ კვლავ არჩილი დასვეს.