გიორგი I დადიანი
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "გიორგი I" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: გიორგი I |
გიორგი I დადიანი ( † 1323), ოდიშის მთავარი, ბედან დადიანის ძე. პირველად 1293 იხსენიება ოდიშის ერისთავად, მაგრამ როდის მიიღო ეს ტიტული უცნობია. იგი აქტიურად მონაწილეობდა შინაფეოდალურ ომებში, რომელიც დასავლეთ საქართველოში დაიწყო დავით VI ნარინის (1245-1293) გარდაცვალების შემდეგ. გიორგი I დადიანმა თავისი საერისთავოს საზღვრები ანაკოფიამდე გააფართოვა.