გობისცხვირა
ვიკიპედიიდან
გობისცხვირა (Prunella), მცენარის გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი დაბალი ბალახებია. აქვთ საპირისპიროდ განლაგებული ფოთლები, კენწრულ თავთავისებრ ყვავილედად შეკრებილი იისფერი, თეთრი ან მოზვითალო ყვავილები. ევროპაში ველურად იზრდება გობისცხვირას 15 სახეობა. ყირიმსა და კავკასიაში - 3 სახეობაა; საქართველოშიც ფართოდაა გავრცელებული. თაფლოვანი მცენარეებია. Prunella laciniata-ს იყენებენ ხალხურ მედიცინაში.