გოდორები
ვიკიპედიიდან
გოდორები, ვულკანური მთა სამსარის ქედზე, ნინოწმინდის რაიონში. სიმაღლე 3189 მ. აგებულია ზედაპლიოცენური ანდეზიტურდაციტური ლავებით. მწვერვალზე შემორჩენილია ძველი გამყინვარების კვალი, კალთებზე ქვემოთ ალპური მდელოებია, ზემოთ ქვაყრილები.