გომარეთის სამაროვანი
ვიკიპედიიდან
გომარეთის სამაროვანი, ანტიკური ხანის (ძვ. წ. IV-III სს.) სამაროვანი სოფ. დიდი გომარეთის ტერიტორიაზე (დმანისის რაიონი). 1962 წელს (დ. თუშაბრამიშვილი) და 1975 (ც. დავნიანიძე) არქეოლოგიურ გათხრებმა გამოავლინა მთლიანი ფილებით ან ლოდებით ნაგები 26 ქვაყუთი. მიცვალებულები ესბენენ მარჯვენა გვრდზე, კიდურებმოკეცილნი. ჩატანებული ჰქონდათ მოშავო და ლეგა ფერის, აგრეთვე წითლად შეღებილი თიხის ჭურჭელი (დოქები, ხელადები, ქოთნები, კოჭობები, ჯამები, სასმისები, ზოომორფული გამოსახულებებით შემკული დოქი) და სამკაული (ბრინჯაოსა და რკინის რკალგახსნილი სამაჯურები, ბრინჯაოს რგოლები, ვერცხლის სასაფეთქლე რგოლები, ლურჯი მინის მრავალწახნაგა საბეჭდავი, მძივები და სხვა), აგრეთვე რკინის შუბისპირი და დანის ნატეხები.
აღმოჩენილი მასალა დამახასიათებელია ქვემო ქართლის ადრინდელი ელინისტური ხანის სამაროვნებისათვის. დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.