გომბორის უღელტეხილი
ვიკიპედიიდან
გომბორის უღელტეხილი, უღელტეხილი აღმოსავლეთ საქართველოში, გომბორის ქედზე. სიმაღლე 1620 მ. შიგნით კახეთს საავტომობილო გზით აკავშირებს გარე კახეთთან. აგებულია ძირითადად ნეოგენური ასაკის ტერიგენული ნალექებით. შემოსილია მეორეული სუბალპური მდელოებით.