გუდამაყრის უღელტეხილი
ვიკიპედიიდან
გუდამაყრის უღელტეხილი, უღელტეხილი კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ჭაუხისა და სადუციას არაგვისა და სნოსწყლის (თერგის შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე 2347 მ. აგებულია შუაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. პლეისტოცენში უღელტეხილზე ხდებოდა ჭაუხის სამხრეთული მყინვარის გადაცოცება ჩრდილოეთისაკენ, თერგის აუზში. გუდამაყრის უღელტეხილზე გადადის ბილიკი სოფ. ბურსაჭირიდან სოფ. კარკუჩაში. უღელტეხილზე სუბალპური ლანდშაფტია.