გულბათი
ვიკიპედიიდან
გულბათი (ნამდვილი სახელი და გვარი ოლღა ილიას ასული გრუზინსკაია) (* 1846 ― † 1913), ქართული ზეპირსიტყვიერების შემკრები. საქართველოს მეფის გიორგი XII-ის შვილიშვილი. იყო რუსეთის საიმპერატორო კარის სეფექალი პეტერბურგში. შემდეგ მოსკოვში ცხოვრობდა, სადაც 1899 წელს გამოაქვეყნა 23 ქართული ლეგენდისა და ზღაპრის რუსული თარგმანი. ა. წერეთელმა რეცენზია დაწერა ამ კრებულზე და გულთბილი ლექსი უძღვნა გულბათს.