გურამიშვილი, მამუკა
ვიკიპედიიდან
მამუკა გურამიშვილი, XVIII საუკუნის II ნახევრის ქართველი პოეტი.
ცხოვრობდა მოსკოვსა და პეტერბურგში. გარდაიცვალა მოსკოვში (პრესნიაში). დაახლოებული იყო ვახტანგ VI-ის წრესთან და ემიგრანტ მწერლებთან - დიმიტრი სააკაძესთან, დიმიტრი ბაგრატიონთან, დ. გურამიშვილის მიბაძვით გურამიშვილმა შეთხზა ვრცელი ლექსი "მზეთა-მზე". მასვე ეკუთვნის მირიან ბატონიშვილისა და დიმიტრი ბატონიშვილისადმი მიძღვნილი ლექსები.