გურგენი (VI ს.)
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "გურგენ" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: გურგენ |
გურგენი, ქართლის მეფე VI საუკუნის 20-იან წლებში. მოხსენიებული ჰყავს VI საუკუნის ბიზანტიელ ისტორიკოსს პროკოპი კესარიელს. ქართულ ისტორიულ წყაროებში არ იხსენიება. 523 გურგენი მეთაურობდა ქართლის აჯანყებას ირანის წინააღმდეგ. აჯანყების დამარცხების შემდეგ მან თავისი ოჯახითა და მომხრე აზნაურებით ბიზანტიას შეაფარა თავი. პროკოპი კესარიელის ცნობით, იმავე 523 წელს ირანელებმა ქართლში მეფობა გააუქმეს, მაგრამ სხვა ბიზანტიის წყაროებით ირკვევა, რომ გურგენი არ ყოფილა ქართლის უკანასკნელი მეფე და ერტხანს მის შემდეგაც გრძელდებოდა მეფობა.