გურგენ IV
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "გურგენ" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: გურგენ |
გურგენ IV († 14 თებერვალი, 941), ბაგრატიონთაკლარჯეთის შტოს წარმომადგენელი, ადარნასე II-ის ძე, ერისთავთერისთავი 918-941. ერისთავთერისთავობა მიიღო მისი ბიძის აშოტ კუხის (ადარნასე II-ის ძმა) გარდაცვალების შემდეგ. წყაროები მას მოიხსენიებენ როფორც დიდ ერისთავთერისთავს. გურგენ IV-მ დაასრულა ხანძთის ახალი ეკლესიის მშენებლობა.