გურჯაანი
ვიკიპედიიდან
სიტყვას "გურჯაანი" აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გურჯაანი. |
გურჯაანი, ქალაქი საქართველოში, გურჯაანის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ალაზნის ველზე, ბაკურციხე - თელავის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 415 მ სიმაღლეზე, თბილისიდან 122 კმ. ქალაქად გამოცხადდა 1934 წელს. მოსახლეობა 10 ათასი (2002 წ.).
გურჯაანი სარკინიგზო კვანძია (აქ თბილის-თელავის რკინიგზის ხაზს გამოეყოფა წნორის მიმართულებით მიმავალი განშტოება), აქ არის ღვინის, საკონსერვო, კვების მრეწველობის საწარმოები, თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ნ. ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი. გურჯაანის სიახლოვეს არის სამკურნალო ტალახების კურორტი ახტალა, გურჯაანის ყველაწმინდის სამნავიანი ბაზილიკა (VIII-IX სს.). გურჯაანში არის საგარეჯოსა და გურჯაანის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.