დავით ქსნის ერისთავი
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს " დავით" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: დავით |
დავით ქსნის ერისთავი ( † 1774), ერისთავი 1753-1754. მხარს უჭერდა თეიმურაზ II-სა და ერეკლე II-ს. თავი გამოიჩინა ხუნძახის ბატონის ნურსალ-ბეგის წინააღმდეგ მჭადიჯვრის (1754) და ყვარლის (1755) ბრძოლებში.
1755 მონაწილეობდა ერეკლე II-ის ლაშქრობაში გამდგარი ხევსურეთის წინააღმდეგ. შემდეგში, როგორც ჩანს, თანაუგრძნობდა ერეკლე II-ის ოპოზიციას, 1770 მეფესთან დააბეზღეს როგორც მოღალატე, მაგრამ თავი გაიმართლა.