დელი
ვიკიპედიიდან
დელი (ჰინდი: दिल्ली, ურდუ: دہلی or دلّی, პენჯაბური: ਦਿੱਲੀ) — ქალაქური აგლომერაცია ჩრდილოეთ ინდოეთში. ეს სახელი ასევე მიუთითებს ეროვნული დედაქალაქის ტერიტორიას, რომელიც სპეციალური გაერთიანებული ტერიტორიაა ცენტრალური მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ, რომელშიც სამი მუნუციპალიტეტია. დელის მეტროპოლია და დელის ეროვნული დედაქალაქის ტეროტორია ერთ ბირთვს წარმოადგენს და ამგვარად პრაქტიკულად ერთ ერთეულად ითვლება. ნიუ-დელი - ქალაქური დასახლება, დელის მეტროპოლიის ნაწილია და ინდოეთის მთავრობის ადგილსამყოფელს წარმოადგენს.