დიმიტრი ბატონიშვილი (XV ს.)
ვიკიპედიიდან
დიმიტრი ბატონიშვილი (ბაგრატიონი), კახეთის სამეფოს სახელმწიფო მოღვაწე XV საუკუნის დასასრულსა და XVI საუკუნის დასაწყისში, ალექსანდრე I-ის უმცროსი ძე.
1500 ელჩად იყო ისმაილ I-თან შირვანში. მამასთან ერთად ებრძოდა უფროს ძმას გიორგის იმის გამო, რომ იგი სისტემატურად არბევდა ქართლის სამეფოს მიწაწყალს და ცდილობდა მის დაპყრობას. 1511 გიორგიმ შეიპყრო დიმიტრი ბატონიშვილი, დააბრმავა და ცოლ-შვილიანად გააძევა კახეთიდან.